ჩვენი ძალისხმევის სრული რეალიზაცია მოვახდინოთ, რათა საქართველოში სტრატეგიული და უსაფრთხოების სიტუაცია კიდევ უფრო გამყარდეს

ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას და კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია.

„საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, საქართველო იმყოფებოდა ხალხთა საპყრობილეში – საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი და საქართველომ ხელი გაუწოდა დასავლეთისა და ევროპული ქვეყნების მხარდაჭერისთვის და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას და კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები.

ჩვენი ძალისხმევის სრული რეალიზაცია მოვახდინოთ, რათა საქართველოში სტრატეგიული და უსაფრთხოების სიტუაცია კიდევ უფრო გამყარდეს. საქართველო გახლავს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. უკვე ათწლეულებია, რაც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელებთან იბრძვიან ავღანეთში, ერაყში, კოსოვოში. რაც შეეხება ავღანეთს, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი შეირაღებული ძალების წარმომადგენლები გადაისროლა ავღანეთში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე. საქართველოს 31-მა მოქალაქემ სიცოცხლე შესწირა და მათი ხსოვნა მუდმივად ამერიკელების გულში დარჩება. ამერიკელები ქართველებთან გლოვობენ მათ დაღუპვას“,- აღნიშნა მაიკ პენსმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც აუდიენცია გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადებები გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით