ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი უნდა იყოს-გამარჯვება არჩევნებზე – დეკანოიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე

ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

“ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. პირველ რიგში, ეს ეხებოდა პარლამენტში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და იმ სერიოზულ საფრთხეს, როგორიც არის ევროკავშირის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი, “რუსული კანონის” დაინიცირებით, ქალებზე თავდასხმა. შევთანხმდით, რომ ამ ყველაფერზე, ამ სიბინძურეზე, საქართველოს მოქალაქეების უგულებელყოფაზე, როდესაც ჩვენი ნაკრები იმარჯვებს და ევროპის ჩემპიონატზე გადის, “ქართული ოცნება” ამას უპირისპირებს რუსულ კანონმდებლობას, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი უნდა იყოს-გამარჯვება არჩევნებზე. პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ის გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ინტეგრაციისთვის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. კონკრეტულ პარტიულ და პოლიტიკურ კონფიგურაციაზე ნამდვილად არ გვისაუბრია. მთავარი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით, ეს იყო ყველას კონსენსუსი”, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის დავალებით ასრულებს მთავარ დაკვეთას, რომ არ მოხდეს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩემთვის ჩალის ფასი აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო „დემოკრატიის შუქურა“