ჩვენი ძალები ამჟამად მოქმედებენ ადგილზე ღაზას სექტორში

ისრაელის გენერალური შტაბის უფროსის, ჰერზი ჰალევის განცხადებით, ისრაელის ძალები ბრძოლის შემდეგ ეტაპზე გადადიან.

„ომის დაწყებიდან სამი კვირა გავიდა, ამ ომს აქვს ეტაპები. დღეს ჩვენ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ჩვენი ძალები ამჟამად მოქმედებენ ადგილზე ღაზას სექტორში. ამ აქტივობებს მხარს უჭერს ზუსტი და ძლიერი ცეცხლი. ისინი გამიზნულია, რომ შესრულდეს ომის ყველა მიზნები, „ჰამასის“ დაშლა, საზღვრების დაცვა და მძევლების სახლში დაბრუნება“, – განაცხადა ჰალევმა.

გენერალური შტაბის უფროსი ამბობს, რომ მტერს ასობით დაღუპული ჰყავს და მათი ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

„ღაზაში შექმნილი ვითარება „ჰამასის“ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგია, სწორედ აქ არის პასუხისმგებლობა. სახმელეთო ჯარები ამჟამად ახორციელებენ მნიშვნელოვან და კომპლექსურ ოპერაციას. არ არსებობს მიღწევები რისკის გარეშე და როგორც ვიცით, არც ერთი გამარჯვება არ არსებობს საფასურის გარეშე“, – დასძინა ჰერზი ჰალევმა.

banner
წინა სტატიაში49 მოსამართლემ 2020-22 წლებში 5 მილიონის საჩუქრები მიიღო
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან ლობჯანიძე დაიღუპა