ტრამპი: ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოუტანს ერთიანობის ახალ სულს მსოფლიოს, რომელიც იყო ბოროტი, სასტიკი და სრულიად არაპროგნოზირებადი

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ და, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი „ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება, როგორც მშვიდობისმყოფელის და გამაერთიანებლის“.

„ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოუტანს ერთიანობის ახალ სულს მსოფლიოს, რომელიც იყო ბოროტი, სასტიკი და სრულიად არაპროგნოზირებადი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „როგორც 2017 წელს, კვლავ შექმნის უძლიერეს არმიას, რომელიც ოდესმე უნახავს მსოფლიოს“.

banner
წინა სტატიაშიპუტინის თქმით, მოსკოვი მზადაა აშშ-სთან “უკრაინის კონფლიქტის” შესახებ საუბარი გამართოს და “კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა” მოითხოვა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ამერიკის სახით, გვყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი – ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას