ჩვენი დასავლელი მოკავშირეების საპასუხო რეაქციიის მთავარი მიზანი არის სიტუაციის დეესკალაციის მიღწევა და კომპრომისის პოვნა – ზალკალიანი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ორმხრივი პარტნიორობა განიხილეს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნები რეგიონში ეხება როგორც უკრაინას და მოლდოვას, ასევე საქართველოს.

“რუსეთის მიზანი რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რომელიც არის ტრანსატლანტიკური, რომელიც არის ევროპული და ზუსტად ამის შეცვლას ცდილობს რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუქარა კონკრეტულად უკრაინისკენ არის მიმართული, ცხადია, რომ რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც და მათ სურთ რომ სწორედ ამ სახელმწიფოების ხალხების მიერ მანამდე გაკეთებულმა არჩევანმა დაკარგოს ვალიდურობა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასე მოხდეს.” – თქვა გაბრიელიუს ლადსბერგისმა პრესკონფერენციაზე.

მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე და აღნიშნეს პარტნიორების ერთიანი პოზიცია, რომ არ გადაიხედება ალიანსის გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და ქვეყნების სუვერენული არჩევანი შეუერთდნენ უსაფრთხოების ალიანსს.

“ჩვენი დასავლელი მოკავშირეების საპასუხო რეაქციიის მთავარი მიზანი არის სიტუაციის დეესკალაციის მიღწევა და კომპრომისის პოვნა, მაგრამ არა იმ მკაფიო წითელ ხაზებთან მიმართებით,რომელიც განსაზღვრულია. ეს წითელი ხაზები გახლავთ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ჩვენი თავისუფალი ნება, ავირჩიოთ უსაფრთხოების ალიანსები, აგრეთვე მიუღებლობა ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების და გავლენის ახალი სფეროების დაფუძნებისა.” – თქვა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშილანდსბერგისი: დღეს რუსეთის მუქარა უკრაინისკენაა მიმართული, მიზანი საქართველოსაც მოიცავს
შემდეგი სტატიარა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა? – ზარქუა