,,ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და ამიტომ მივიღეთ სწავლის გადადების გადაწყვეტილება”

ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე მივიღეთ სწავლის გადადების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გაცდენილი გაკვეთილები ანაზღაურდება.

„საკმაოდ ინტენსიურად ვაკვირდებოდით ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სწავლის გადადებას ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. მოხდება იმ გაცდენილის ანაზღაურება, რომელიც ამ პერიოდში გაცდება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადამიანს ვეძებ…
შემდეგი სტატია“მე”-ს რიტორიკა…