“ჩვენი ამომრჩეველი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციებში და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას”

მეორე ტურში ამომრჩეველს მხოლოდ „თავისუფალი დემოკარტების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ,- ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ თავისუფალ არჩევანს ვუტოვებთ და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას არსებული რეალობიდან გამომდინარე. ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის ასეთ გააქტიურებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც შეიძლება მივიღოთ რეალობა, ერთი ძალის ხელში მოხდეს საკმაოდ მაღალი ძალაუფლების აკუმულირება. ჩვენ ვმონაწილეობთ მეორე ტურში, ჩვენი კანდიდატი ჭიათურაში ბოლომდე აპირებს ბრძოლას. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, ჩვენი ამომრჩეველი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციებში და თავად მიირებენ გადაწყვეტილებას“, – განცხადა კეკენაძემ.

მისივე აზრით, „ზოგადად საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხის შემცველი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვერ ხდება სხვა ძლიერი ინსტიტუტების მხრიდან ძალაუფლების დაბალნსება.

„რა თქმა უნდ, არსებობს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, თუ როგორ გამოიყენებს შემდგომში „ქართული ოცნება“ ამ ძალაუფლებას. ჩვენ მხოლოდ საკუთარი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს“,-განაცხადა თამარ კეკენაძემ.

banner
წინა სტატიაშისენატორი მარკ სენფორდი: დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ფრთხილად იყავით, თუ გიყვართ დედა, ოჯახი, ცოლი, შვილი, გამზრდელი!