“ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს არც ერთი სხვა სახელმწიფოს ჯარი”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციაში, ქვეყნის სამხედრო ბლოკებში გაწევრიანების საწინააღმდეგო ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოდის.

გადაცემა “პოლიტიკაში” სტუმრობისას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ფორმულირება, რომელიც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს, ორი პუნქტისგან შედგება.

“უახლოეს დღეებში, ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ. საქართველომ კონსტიტუციაში უნდა შეიტანოს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გააკეთებს განაცხადს, რომ ის არ გაწევრიანდება არც ერთ სამხედრო ორგანიზაციაში. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს არც ერთი სახელმწიფოსა და სამხედრო ბლოკის ჯარი. ეს არის ნეიტრალიტეტამდე ერთი ნაბიჯი, რადგან მას დამატებით საერთაშორისო გარანტიები სჭირდება”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიენმ-მ ვარკეთილში მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი ნადირაძე წარადგინა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს