ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველგვარი ინციდენტის გარეშე შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეს შედეგიც უნდა დადგეს დღეს დღის ბოლოს – ბოკერია

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიამ, ფოთში, მე-13 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ დღეს არის ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დაწყების დღე. ბოკერიას თქმით, საჭიროა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე შეიცვალოს ეს ხელისუფლება.
„ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისის დღეა, დღე, როცა ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს და ცვლილებებისთვის გადადგამს დიდ ნაბიჯს. ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლას უნდა მოყვეს გარდამტეხი ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში და ეს არის ჩემი გუნდის, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა და გავრისკავდი და ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ამოცანა. ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ პოლიტიკურად , ფსიქოლოგიურად ამ არასტაბილური რეჟიმის, ივანიშვილის მმართველობის პირობებში დიდი უპირატესობით დავამარცხოთ ის, რომ სწრაფათვე გამოვრიცხოთ და დავიწყოთ გარდამტეხი ცვლილებები. ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველგვარი ინციდენტების გარეშე შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეს შედეგიც უნდა დადგეს დღეს დღის ბოლოს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი : დიმიტრი შაშკინს აქვს იარაღის ტარების უფლება, მეც იარაღით დავდივარ
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ