„ჩვენი ამოცანაა მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიწყო 28 ოქტომბერს“ – დავით ბაქრაძე

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მხარდამჭერებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრებს განაგრძობს.

ბაქრაძე იმერეთში იმყოფებოდა. პარტიის ლიდერი ამჯერად ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მეორე ტურში იმერეთის დედაქალაქში საბრძოლო და ოპტიმისტური განწყობაა. მისი თქმით, ამომრჩეველი მეორე ტურში საბოლოოდ ეტყვის უარს სალომე ზურაბიშვილს და “ქართულ ოცნებას”.

“ყველა ვემზადებით მეორე ტურისთვის და ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა ხალხმა დაიწყო 28 ოქტომბერს. საბოლოოდ უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას და საქართველოს, ჩვენს ხალხს მოვუტანოთ ის ცვლილებები, რომელიც ასე სჭირდება ქვეყანას. ამისთვის მზად ვართ, განწყობა არის ოპტიმისტური, ხალისიანი და ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველო და პარტიის თიოთოეული მხარდამჭერი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში,”-აცხადებს დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი : ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ მუქარასაც კი არ ერიდება