ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპული საქართველოც“, წიწილებს 19 მაისს დავითვლით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2019 14:58

ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპული საქართველოც“, წიწილებს 19 მაისს დავითვლით

ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობაც“, „ევროპული საქართველოც“ და ორივეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წიწილებს 19 მაისს დაითვლის და შედეგი შთამბეჭდავი იქნება.

„ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ ერთიც, მეორეც და ორივეც. აქედან გამომდინარე, ჩვენც წიწილებს 19 მაისს დავითვლით და ვნახავთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ შედეგი შთამბეჭდავი იქნება. ამ ყველაფერს 19 მაისის შემდეგ ყველა ერთად ვიხილავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რამდენად სწორია პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობისგან“ „ევროპულ საქართველოსთან“ დადებული შეთანხმების დარღვევა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მათი მხრიდან მსუბუქი გადაცდომაა.

„მათი მხრიდან ეს იმდენად მსუბუქი გადაცდომაა, რომ ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. მათ ისეთი შეცდომები აქვთ დაშვებული ცხრა წლის განმავლობაში, რომ ასეთ შეცდომებზე არ დავწვრილმანდები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვია. ბობოხიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არანაირი შეთანხმება არ დარღვეულა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2019 14:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics