საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა – ევროკომისიის დაკვეთით მომზადებული კვლევის თანახმად, ვიგებთ პროევროპულად განწყობილი მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი 74%-ია. “ევრობარომეტრმა” საზოგადოებრივი განწყობები ერთი თვის წინ ოქტომბერში შეისწავლა.
კვლევის ფარგლებში საქართველოდან 1002 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს სახით, ეროვნულ ენაზე. კვლევის საველე სამუშაოები 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა.
გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყანას სარგებელს მოუტანდა. 17% კი ფიქრობს, რომ გაერთიანებაში შესვლა სასარგებლო არ იქნებოდა.
ხალხი ამბობს, რომ ციფრების გარეშეც დარწმუნებულები არიან, რომ საქართველსო მოსახლეობსი სრული უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, რადგან იციან მათ ირგვლივ მყოფი ადამიანების განწყობები.
მე არ მინახავს ჩემს ირგვლივ ადამიანი, ვისაც აქამდე უნდოდა ევროპა, ევროპული განათლება, ყველაფერი სიკეთე, რაც ევროპას მოაქვს და დღეს უცებ გადაიფიქრა. პირიქით – ხალხის განწყობით ვხდები. ქუჩაში, მე როგორც მხვდებიან, შემიძლია იმის მიხედვით გითხრათ, რომ იმ ხალხმა, ვისაც ევროპა უნდა, ნათელი მომავალი უნდა ამ ქვეყნისთცვის, კი არ იკლო, პირიქით იმატა. ყველანაირი ციფრების გარეშე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენგან მართლა არ გამოვა აშხაბადი”, – ამბოსბ ნინო დარასელი.
















