წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოძიებას სთხოვს დაკითხონ, რომ დეტალურად მოყვეს, როგორ აიძულებდნენ პოლიციელებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების პირად სამსახურში ყოფნას?!
სასამართლო პროცესზე და “შაბათის ეთერისთვის” ციხიდან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები: ერთ-ერთი ყოფილი მთავრი პროკურორი და აუდიტის სამსახურის მოქმედი შეფი, გიორგი გაბიტაშვილია.
მწვანე ქუჩის 4 ნომერში მდებარე ტერიტორია, რომელიც ქართველ კინომსახიობს ლეილა აბაშიძეს ეკუთვნოდა, ყოფილი გენერალური პროკურორის და აუდიტის სამსახურის მოქმედი შეფის საკუთრებაა. 802 კვდარტული მეტრი მიწა წყნეთის ტყის პირას, ორ სართულიანი სახლით ჩინოვნიკმა სახალხო არტისტის ოჯახისგან 2021 წელს იყიდა და მასში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. პატიმრობაში მყოფი შს ყოფილი მაღალჩინოსანი ყვება, რომ ქართველი მსახიობის მიერ წლების წინ აშენებული სახლი თაღოვანი ფანჯრებით ისე დაანგრიეს, რომ შენობის დემონტაჟი ნებართვა თბილისის მერიას არ გაუცია. ირკევა, რომ ახალი სასახლის ჩასადგმელად ასწლოვანი ფიჭვისა და ნაძვის უნიკალური ხეების ნაწილი მოჭრეს, ადგილობრივებმა ხეების უკანონო ჭრის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს თუმცა, წყნეთის პოლიცის ყოფილი უფრო ყვება, რომ “საქმის ჩაფარცხვა და დანაშუალის რეაგირების გარეშე დატოვება, მას ზემდგომებმა დაავლაეს”.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნის მიერ სასახლის ასაშენებლად ხეების უკანონოდ მოჭრის საქმის ჩაფარცვხა მას ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი პირველმა მოადგილე, ფილიმონ აბრამიშვილმა დაავალა. პირდაპირ უთხრა, რომ “გიორგი გაბიტაშივლი უკანონობაზე გამოძიებას დაიწყებდა, სამსახურის დაკარგავდ დაუჯდებოდა”.
დამირეკა ჩემმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პირველმა მოადგილემ, ფილიმონ აბრამიშვილმა და მითხრა, რომ დიმიტრი, მეც მოვდივარო, ვზივარ მანქანში და მოვდივარო. ეგ ნაკვეთი არის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილისო და ეგ სიტუაცია სანამ ამოვალ შეეცადე, რომ დააწყნაროო, მეც ამოვდივარ და დანარჩენს ადგილზე გეტყვიო. ვკითხე, ჩემს ხელმძღვანელს – რა ვქნა, საქმე უნდა აღიძრას, ფაქტი მომხდარია! ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა მითხრა -“გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ნაკვეთია, შენ რა გინდა, სამსახურიც გვერდზე დაგრჩება და ბოლოს, ისე მოხდება, რომ თავისუფლებაც კი დაკარგო… ამ საქმეს მე თვითონ მივხედავ, შენ მიხედე შენს საქმეს, ამ საქმეს ჩვენ მივხედავთ, შენ ამაზე არ იფიქროვო”- ყვება დიმიტრი ქვაჭრელიშვილი.
შინაგან საქმეთა ყოფილი მაღალჩინოსნის ინფრომაციით, ძველი თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილეს საქმის მოგვარება პირადად გიორგი გაბიტაშვილმა სთხოვა. ქვაჭრელიშვილის თქმით, როდესაც ადგილობრივების დამშვიდება შეძლეს, საქმის მოგვარებისთვის მადლობის სათქმელად, მას პირადად გიორგი გაბიტაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ “მომჩივანთა გაჩუმებით, დიდ შარს ააცილა”.
გარეთ რომ გამოვედი უკვე დავინახე, რომ მოსულ იყო ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, ამირან აბრამიშვილი, მე ვუთხარი – სიტუაცია ასე და ასეა… ამ საუბრის დროს მოვიდა გაბიტაშვილის ბრიგადირი და მეუბნება – “თქვენთან უნდა გიორგი გაბიტაშვილს საუბარი და თუ შეიძლება დაელაპარაკეთო”. მე ვუთხარი, მომეცით ტელეფონი და ვურეკავ და დაველაპარაკები. მომცა ტელეფონი და რომ დავურეკე, “გიორგიმ მადლობა გადამიხადა, დიდ შარს ამაცილეო. დიდი მადლობა, რომ ასე მოხდაო”. რა იგულისხმა არ ვიცი, ალბათ ჩემს უშუალო ხელმძღვანელთან ჰქონდა კონტაქტი, მადლობა გადამიხადა”- ამბობს პატიმრობაში მყოფი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი.
პოლიციის ექსმაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ გაბიტაშვილის უკანონობაზე თვალის დახუჭვის მითეთებას მოწმეებიც ჰყავს გამომძიებელი, ვიქტორ ხუნდაძე და არსებობს მის ტელეფონში მიმოწერის მტკიცებულებებიც, რომელიც საგამოძიებო უწყებამ ჩამოართვა.
ხეების უკანონო ჭრა გიორგი გაბიტაშვილისთვის წაყენებული ერთადერთი ბრალდება არ არის:
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ გაბიტაშვილს მთავარი როლი ჰქონდა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების განადგურების მცდელობის საქმეში.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელით ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გელა ქურდაძემ მას ფარცხალაძის კუთნილი 35 ცეცხლსასროლი იარაღის დარეგისტრირება მოსთხოვა. მათ შორის იმ იარაღისაც, რომელიც ქვაჭრელიძის თქმით, დაკარგული იყო. პოლიციის პოლკოვნიკის მონათხორობის მიხედვით, უთხრეს, რომ “საქმე შინაგან საქამეთა სამინისტროში მაღალ დონეზე შეთანხმდა და დაკარგული იარაღი ისე უნდა გაეფორმებინა, თითქოს ის ფარცხალაძის სახლში ინახებოდა”. ქვაჭრელიშვილმა თქვა, რომ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, თუმცა წყნეთის პოლიციის უფროსის გვერდის ავლით ფარცხალაძის იარაღები სრულად მაინც დარეგისტრირეს.
მირეკავს ჩემი უშუალო უფროსი გელა ქურდაძე, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი და მეუბნება ასეთ რაღაცას, ფარცხალაძის დასანქცირებიდან მეორე დღეს – “დიმა, ფარცხალაძეს აქვს ადასაფორმებელი 35 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, შენთან ამოვა მისი შვილი გენერალური მინდობილობით, და ეს 35 იარაღი უნდა გადაუფორმო როგორც წესი და რიგია”კი ბატონო, მე ვუთხარი. მაგრამ მეუბნება, ამ 35 ცალი იარაღიდან 5 იარაღი არის დაკარგული დაკარგული და ისე გადაუფირმე, რომ არავითარი წარმოება არ დაიწყო ამ საქმის.
მე ვუთხარი: “გელა, ადამიანი დასანქცირეს ამერიკის დეპარტამენტიდან, ამას არავინ, არავის არ აპატიებს. ეს ვერაფრით ვერ დაიმალება, შეუძლებელია და ესეთი რამე რომ გავაკეთო, მეც დამიჭერენ და შენც დაგიჭერენ-მეთქი. მან მითხრა, შეთანხმებულია მაღალ დონეზე და ეს უნდა გააკეთო. მე ვუთხარი: გელა, მე ამას არ გავაკეთებ.
კაი ხნის შემდეგ ვგებულობ, რომ აღნიშნული დოკუმენტი ჩემს გარეშე, ჩემი პოლიციის კანცელარიის გავლით გაკეთდა უკანონოდ და მომსახურების სააგენტოში წავიდა ცნობად. ასე გადააფორმეს იარაღი ფარცხალაძის შვილის სახელზე, ეს არის დანაშაული. იმ ხუთი იარაღით რა მოხდა და როგორ მოხდა ეგ უკვე გასარკვევია! ირაღები, როდესაც არის დაკარგული, ჩვენ ვიწყებთ ამ იარაღებზე მოძიებას, ხომ არ არის ამ იარაღებით რაიმე დანაშაული ჩადენილი – მკვლელობა, დაჭრა, სადმე ხომ არ ფიქსირდება. აქ არ უნდოდათ ამ გამოძიების დაწყება ჩემი ვარაუდით და ამიტომ უნდოდათ , რომ გადაფორმებულიყო საქმის აღძვრის გარეშე”- აცხადებს დაკავებული.
წყნეთის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ სწორედ ფარცხალაძის საქმეს შეეწირა მისი თანამდებობაც და თავისუფლებაც. დიმიტრი ქვაჭრელიშვილს ბორკილები ქრთამის აღების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2024 წლის ინვარში დაადეს. პოლიციის პოლკოვნიკი ამტკიცებს, რომ საქმე მის წინააღმდეგ შეკერეს, რადგან იცოდნენ, რომ მას ჰქონდა მტკიცებულებები, როგორ გააყალბეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნება ფარცხალაძის დაკარგული იარაღის დასადეკლარირებლად დოკუმენტები.
პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ციხეში 15 წლიანი მუხლით რუსეთის მოქალაქის ერთი ჩვენების საფუძველზე ჩასვეს – მომჩივანი სერგეი ეროშკინი ამტკიცებს, რომ წყნეთის პოლიციის უფროსმა მას საკუთარ კაბინეტში მუქარით 3500 დოლარი გამოსძალა. გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ერუშკინი პოლიციელებმა სახლში მიმავალი აიყვანეს და პოლიციის შენობაში მას ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდნენ. ნარკოტიკის მიღება აიძულეს და სახლში მხოლოდ ფულის გადახდის შემდეგ გაუშვეს.
ვინ არის ანდრეი ერუშკინი, რომელის ჩვენების საფუძველზეც პოლიციის პოლკოვნიკი დააკავეს?!
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოძიებას უყვება, რომ რუსეთის მოქალაქე პოლიციის ინფორმატორია და ის მის განყოფილებას ოპერატიულ დამუშავებაზე დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა. შეხვედრა კი რომელიც წყნეთის პოლიციაში შედგა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ამოღების საქმეს ეხებოდა. წყნეთის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ერუშკინი სამართალდამცველებს შეუთანხმდა, რომ დაიმაგრებდა მოსასმენ აპარატურას და ნარკორეალიზატორების კარზე მიიყვანდა. საქმე ეხება 6 კილოგრამის ოდენობის კოკაინს და მეტანფეტამინის ლაბორატორიას. თუმცა შეხვედრიდან მეორე დღეს ერუშკინი საგამოძიბო სამსახურის მოწმედ იქცა წყნეთის პოლიციის უფროსის საქმეში.
















