ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიმიცია – ირაკლი ღარიბაშვილი

სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, განაცხადა რომ არავის საწინააღმდეგოდ არ უთანამშრომლია გამოძიებასთან.

სხვათა შორის, არც სასამართლოს შენობაში შესვლისას და არც გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილს მოქალაქეებისთვის აუცილებელი შემოწმების პროცედურა არ გაუვლია და ორივე შემთხვევაში გვერდით შესასვლელიდან შემოიყვანეს და გაიყვანეს.
ღარიბაშვილმა პასუხი გასცა მხოლოდ ერთადერთ კითხვაზე: „მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება?“.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

banner
წინა სტატიაშივერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, შემდგარი ადამიანი ვარ – კალაძე
შემდეგი სტატიაალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად