ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია ქვეყნის სურვილი, გახდეს რეგიონული ტრიუმფის ნაწილი:
ჯოზეფ აუნი იმედოვნებს, რომ რეგიონული ზავი ლიბანსაც მოიცავს, რაც ქვეყანას „სტაბილურ და ხანგრძლივ მშვიდობას“ მოუტანს. მისი თქმით, ბეირუთი ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს.
მიუხედავად ირანთან მიღწეული პროგრესისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ ზავი არ ვრცელდება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლაზე.
ისრაელის სამხედრო ავიაცია აგრძელებს დარტყმებს ლიბანის ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ ირან-აშშ-ის შეთანხმების მიუხედავად, ლიბანისთვის ომი არ დასრულებულა.













