28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

“ჩვენ ვზრდით ფასს რუსეთის აგრესიისთვის” – უკრაინამ რუსეთის ნავთობმრეწველობის ობიექტებსა და ავიაბაზას დაარტყა

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში, ენგელსის ავიაბაზაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი Tu-95 გაანადგურა.

როგორც ზელენსკი  წერს, რუსეთის წინააღმდეგ “გრძელვადიანი სანქციები” [ასე უწოდებს ის უკრაინული დრონებით თავდასხმას რუსეთის სამხედრო და ენერგოინფრასტრუქტურაზე], გასულ ღამესაც წარმატებული იყო.

,,ენგელსში SBU-ს ძალებმა გაანადგურეს Tu-95 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაზე რუსული სარაკეტო დარტყმებისთვის. ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 800 კილომეტრია. ჩვენ სამართლიანად და აქტიურად ვიცავთ თავს.

ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმები განახორციელეს რუსეთის ნავთობის მრეწველობის ობიექტებზე და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონიშნულ სამიზნეებზე. ჩვენ ვზრდით ფასს რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ აგრესიის გამო,” – წერს ზელენსკი გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა