ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინის ტანკებითა და თვითმფრინავებით დახმარება სრულიად ლეგიტიმურია – თრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა თქვა, რომ მოკავშირე ქვეყნების მხრიდან უკრაინაში ტანკებისა და თვითმფრინავების გაგზავნა სრულიად ლეგიტიმურია.

“ჩვენ ძალიან ცხადად ვამბობთ, რომ სრულიად ლეგიტიმურია უკრაინის ტანკებითა და თვითმფრინავებით დახმარება და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩეხეთს იმ სამუშაოსთვის, რომლის ფარგლებშიც მან [ჩეხეთმა] უკრაინას ტანკები გადასცა”. – თქვა ლიზ თრასმა.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას £1.3 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.

ასევე, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადასთვის მიმართვისას თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით £300 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, ბატარეის საწინააღმდეგო სარადარო სისტემას, GPS-ის ჩამკეტებსა და ღამის ხედვის მოწყობილობებს მოიცავდა.

დიდმა ბრიტანეთმა აქამდე უკრაინაში 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალი კალიბრის სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. ასევე, რამდენიმე ათეული NHS-ის სასწრაფო მანქანა.

გასულ კვირებში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლსბერის დაბლობზე Stormer HighVelocity Missile (HVM) ჯავშანტექნიკა გამოცადა. ამასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინაში 13-ტონიანი მანქანებისა და C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს.

Stormer დამზადებულია BAE Systems-ის მიერ. მის გასაშვებად სამი ადამიანია საჭირო და Starstreak რაკეტებს იყენებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის “ძალიან მძიმე თვე”.

banner
წინა სტატიაშიჯონსონი უკრაინას ევროკავშირის ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს – CORRIERE DELLA SERA
შემდეგი სტატიაუკრაინას ზალპური ცეცხლის სისტემები სჭირდება, ამ მიმართულებით უნდა მივდიოდეთ – ჯონსონი