“ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკურ შემოწირულობას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაც“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი სალომე ზურაბიშვილის ბრალდებას პასუხობს. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი აუდიტის სამსახურს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მისი შემოწირულობების მსგავსად ნიკა რურუას შემოწირულობებიც შეისწავლოს.

ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახური სწავლობს ყველა პოლიტიკურ შემოწირულობას, მაგრამ რადგან პარტიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები დამოუკიდებლად არ ქმნიან ფონდს და დამოუკიდებლად არ იღებენ შემოწირულობებს,შესაბამისად ნიკა რურუას დამოუკიდებლად პარტიის გარეშე არანაირი ხარჯი არ განუხორციელებია.

„ჩვენ ვწავლობთ ყველა პოლიტიკურ შემოწირულობას. როგორც მოგეხსენებათ, პარტიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები დამოუკიდებლად არ ქმნიან ფონდს და დამოუკიდებლად არ იღებენ შემოწირულობებს, შესაბამისად ნიკა რურუას დამოუკიდებლად პარტიის გარეშე არანაირი ხარჯი არ განუხორციელებია და ვერც შემოწირულობას მიიღებდა, შესაბამისად მის ცალკე დეკლარაციას ვერ შევისწავლიდით, ეს მარტივია და კანონმდებლობით რეგულირდება. სამწუხაროა, რომ იურისტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული არასწორად არის შეფასებული. შესაბამისად, ჩვენ ვსწავლობთ როგორც ზურაბიშვილის მიერ მიღებულ შემოწირულობებს და ხარჯებს, ასევე სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების თუ პარტიების მიერ განხორციელებულ ხარჯებს და ეს რა თქმა უნდა შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასაც“, – განაცხადაზურაბ აზნაურაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიედიშერ თოლორაია სანდრა რულოვსს პასუხობს
შემდეგი სტატიამდინარე აჭარისწყალში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა