“ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ჩარევა მოსამართლის მხრიდან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 18, 2016 17:00

“ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ჩარევა მოსამართლის მხრიდან

devid-kameri“ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ჩარევა მოსამართლის მხრიდან,”- ეს განცხადება კურიერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დევიდ კრამერმა გააკეთა. მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანების უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში ფიქრობს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესები რუსთავი2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო. კრამერმა არაფორმალური მმართველობის შესახებაც ისაუბრა.

“ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ივანიშვიი კვლავ ახდენს გავლენას ქართულ პოლიტიკაზე,”- განაცხადა კრამერმა.

რუსთავი2-ის საქმის შესახებ ისაუბრა სტენფორდის უნივერსიტეტის ცენტრის მკვლევარმა კეტრინ ტონერმაც.

“რა თქმა უნდა გვაღელვებს არაფორმალური მმართველობის საკითხი. საქართველოს დემოკრატიის ხარისზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ძლიერმა კერძო პოლიტიკურმა ინტერესებმა. ეს პრობლემა ამერიკული დემოკრატიაშიცაა. მაგრამ ძვენ არ გვყავს ერთი მსხვილი მოთამაშე. ასეთი რამდენიმეა. აქ კი დემოკრატიისა და მისი ხარისხის არსი პლურალიზმშია და პლურალიზმი რომ ცოცხალი იყოს ძალიან მნიშვნელოვანია. მსმენია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ მედია გარკვეული საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ იმედია შედეგი დადებითი იქნება,”- განაცხადა სტონერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 18, 2016 17:00