ჩვენ ვნახეთ ფარსი, არ მგონია, პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დასავლეთში ვიზიტების გამო უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი – მანჯგალაძე

ჩვენ ვნახეთ ფარსი, რომელიც ახლა გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, არ მგონია, საქართველოს პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დასავლეთში ვიზიტების გამო უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„პოლიტიკური ფარსი გრძელდება „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ამაში უკვე ჩართულია საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ პირდაპირ ვამბობდით, რომ ექვსი საკმარისი ხმა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის დარღვევა დაედასტურებინა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში. სხვა შემთხვევაში რა უნდა მომხდარიყო, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყოდა, რომ პრეზიდენტმა არ დაარღვია კონსტიტუცია, მაშინ უნდა დაწყებულიყო ირაკლი კობახიძის პოლიტიკური იმპიჩმენტის საკითხი. ბუნებრივია, ეს საკითხი არ და ვერ დადგებოდა „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენ ვნახეთ ფარსი და ფარსი ახლა გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში. მე არ მგონია, რომ საქართველოს პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დასავლეთში ვიზიტების გამო უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად ვეთანხმები თუ არა მას“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სახლი 71“ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, მყისიერად გადადგებოდა, თუმცა ისიც გვესმის, რომ არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში – კობახიძე