ჩვენ ვნახეთ კლანი ქმედებაში, ქურდული პრინციპით დაიწყეს ურთიერთობა პარტნიორებთან – ხიდაშელი მოსამართლეებზე

კლანი ქმედებაში – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მოსამართლეების ე.წ. სოლიდარობას. საუბარია ლაშა ჩხიკვაძის შემდეგ, კიდევ 5 მოსამართლის ჩაშლილ ამერიკულ ვოიაჟზე.

ხიდაშელის თქმით, კობახიძის გზავნილი, რომ თუ ჩხიკვაძე ვერ წავიდოდა აშშ-ში, სხვა მოსამართლეებიც ვერ წავიდოდნენ, ლუსტრაციაა პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედების:

“ჩვენ ახლა ვნახეთ, კლანი ქმედებაში თუ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ქურდული პრინციპით დაიწყეს ურთიერთობა, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არაფერი ამით ამერიკელებს არ დაუშავდებათ, ისინი ამ პროგრამაში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ თავისთავად ლუსტრაცია მოხდა მათი და ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს, კობახიძის პირველი გზავნილი, როდესაც მან თქვა რომ ის დარწმუნებულია, რომ დანარჩენი მოსამართლეებიც შესაბამისად გამოიტანენ დასკვნებს და ეს გზავნილი პირდაპირ აღიქვეს როგორც უარის თქმის საფუძველი”, – ამბობს თინა ხიდაშელი

banner
წინა სტატიაშიუკვე გამოიტირეს, რომ ევროპა არაფერს არ გვაძლევს და ახლა იმით არიან დაკავებული, რომ ვიღაცებს რაღაცები გადააბრალონ, სირცხვილია – მოეშვით პანიკას, ახლა ერთად შრომის დროა – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიაბრძოლები უკვე სევეროდონეცკის ქუჩებში მიმდინარეობს – გაიდაი