ჩვენ ვხედავთ ძალიან ორკესტრირებულ პროცესს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან ორკესტრირებულ პროცესს, რომლის ამოცანა იყო, დამდგარიყო სწორედ ის განაჩენი, რა განაჩენიც დადგა,“ – ამ შეფასებას რუსთავი2-თან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, აკეთებს და აცხადებს, რომ “ეს არის დავა პირადად ბიძინა ივანიშვილსა და “რუსთავი2″-ს შორის”.განცხადება ამის შესახებ დავით ბაქრაძემ კურიერს პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ბაქრაძის თქმით, რუსთავი2-თან დაკავშირებით მსგავს გადაწყვეტილებას მოელოდა.

„ქართულმა ოცნებამ მთლიანად მოახდინა სასამართლო სისტემის თავის თავზე გადაქვემდებარება და ამით საფუძველშივე მოსპო თავისუფალი სასამართლოს იდეა საქართველოში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.მან იმ რისკების შესახებაც ისაუბრა, რომელიც “რუსთავი2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო შეცვლას უკავშირდება.

„რუსთავი2-ის მფლობელობის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არჩევნებამდე 4 თვით ადრე აჩენს ფუნდამენტურ კითხვებს არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ამ პოზიციაზე დგას ძალიან ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიშენ ხარ პოლიტიკური გვამი – შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს