ჩვენ ვითხოვთ 0.67 პროცენტს-„გირჩი“ პარლამენტშიც შევა თუ ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან დაკმაყოფილებული იქნება

ჩვენ ვითხოვთ 0.67 პროცენტს. „გირჩი“ პარლამენტშიც შევა თუ ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან დაკმაყოფილებული იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა განსახილველ საკითხებს შორის, მნიშვნელოვანია, თუმცა „გირჩის“ მოთხოვნაა საარჩევნო ბარიერი იყოს 0.67 პროცენტი.

„ის რაც დევს მნიშვნელოვანია. პირობითად, ვისაც უფრო მეტად ესმის საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი, ამ ხალხის მონაწილეობაც საჭიროა ასეთი ტიპის შეთანხმებაში, რადგან შეიძლება ეს ვიღაცამ გააკრიტიკოს, იმიტომ რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის არის. ჩვენთვის, როგორც ვამბობთ, მთავარი საკითხი არის სხვა, მესამე საკითხი. ეს მეორე საკითხი იყო, თუმცა ვგულშემატკივრობთ იმ ხალხს, ვისაც მეორე საკითხი ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი აღელვებდა. იქ პროპორციულზე არის საუბარი, თუმცა ნულიდან სამ პროცენტამდე. ჩვენი მოთხოვნა არის ბუნებრივი ბარიერით, ჩვენ ვითხოვთ 0.67 პროცენტს. „გირჩი“ პარლამენტშიც შევა თუ ჩვენი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების მხრიდან დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.