ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში – ოდიშარია

ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ბრალდებების ავტორები პასუხს მიიღებენ.

„ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს. არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას წარმოვადგენ და, საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ცოტა ენას კბილი დააჭირეთ, კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშისაკმარისი მტკიცებულება არ მაქვს, ვთქვა, რომ საქართველო სანქცირებას იმსახურებს, მაგრამ ხელისუფლება რიტორიკის დონეზე ყველაფერს აკეთებს, რათა პარტნიორებთან სიტუაცია არ დალაგდეს – ხვიჩია
შემდეგი სტატიაარ მესმის, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ გაჯეჯილება რატომ არის, „ქოცებმა“ იმაზე მეტი როგორ უნდა გაიჯეჯილონ, ახლა რომ ჯეჯილობენ – ხვიჩია