“ჩვენ ვიხილეთ “ქართული ოცნების” დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება”

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.ნაციონალური მოძრაობა რესპუბლიკური პარტიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება. დავით ბაქრაძის განცხადებით აღნიშნული პროცესი ნიშნავს კოალიციის დაშლის დაწყებას.

„რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილებით ოფიციალურად გაფორმდა კოალიციის რღვევის დაწყება.

“მთელი ის საუბარი რაც მოვისმინეთ, რომ თითქოს პარტია ინარჩუნებს პოზიციებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში არის საზოგადოების თვალის ახვევა, წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი ოპოზიციაში. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება რესპუბლიკელების მთლიან გასვლამდე კოალიციიდან და რესპუბლიკურ პარტიას მიჰყვება სხვა პარტიებიც. დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება და ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ოცნებას არ ჰქონდა არანაირი ღირებულება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – პარტიის ახალ სახეებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია
შემდეგი სტატიაარქიტექტორი ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა