,,ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას და ეს თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქალბატონი მერკელის ვიზიტმა”

„ჩვენთვის მთავარია ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენი რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით, ვახორციელებთ იმ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ვთანამშრომლობთ კონკრეტული მიმართულებით, როგორც ნატოს კუთხით, ასევე ევროკავშირის კუთხით. ამ თანამშრომლობაში გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ერთად ვიხილეთ, რომ გერმანელი სამხედროები ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებში. ესეც იყო მხარდაჭერის და თანადგომის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, გერმანია არის საქართველოსთან ერთად ,ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას და ეს თანადგომა კიდევ ერთხელ დადასტურა ქალბატონი მერკელის ვიზიტმა და მისმა გზავნილებმა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისიტყვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება დაცულია და გადავწყვიტეთ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მივანიჭოთ
შემდეგი სტატიასკანდალური ვიდეო – ატერორებენ თუ არა სოფლიდან ჩამოსულ გლეხებს მერიის თანამშრომლები?!