“ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა და პატივი მიაგო თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას.
“ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თურქულ მედიასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „ხელისუფალთა ,,ბრძნულ“ წიაღსვლებზე ხალხს რეაქციაც აღარ აქვს!“
შემდეგი სტატიაქეთი მელუამ “ბიბისის” ეთერში უკრაინული სიმღერა შეასრულა (ვიდეო)