ჩვენ ვგმობთ პუტინის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში, ჩვენი მიზანია უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს – უოლესი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი ისლანდიაში ჩრდილოეთ ევროპის 11 ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდა, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს გარდა დანიის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ ვგმობთ პუტინის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენი მიზანია უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას, სოცმედიაში იმართება კვაზი-ამხანაგური სასამართლოები
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი