„ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი”- ბოკერია სუს-ის უფროსის მოხსენებას აფასებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მოხსენებას დეპუტატები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მათ ვახტანგ გომელაურისგან ვერ მიიღეს მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხები.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელმა არ განმარტა, თუ რატომ იხარჯება სახელმწიფოს რესურსი პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალზე

„ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ იხარჯება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რესურსები არალეგიტიმურ ამოცანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე თვალთვალზე წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ქვეყნისთვის იმის მაგივრად, რომ მთელი ფოკუსი იყოს ჩრდილოელი მეზობლის მტრულ ქმედებებზე, ან ექსტრემიზმსა და ტერორიზმზე, რაც პანკისში მოქმედ ძალებზე, ქვეყნის გარედან ვინც მოქმედებებს. ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს ისევე, როგორც ჩვენ არ გვაქვს პასუხი იმაზე, რატომ ვერ ვხედავთ შედეგებს მთავრობის საქმიანობისა, გამიჯვნის თვალსაზრისით იმ ძალებთან, რომლებიც პირდაპირ თვითონ სუს-ის ხელმძღვანელის საჯარო მოხსენებაში ნათქვამია, ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარშემო კონსესუს,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის თქმით, სუს-ი ნაკლებ რესურსს რომ ხარჯავდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, შესაძლებელი იქნებოდა სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება.

banner
წინა სტატიაშისამგზავრო Boeing 737 აშშ-ში დაშვებისას წყალში ჩავარდა
შემდეგი სტატიაგორში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს