,,ჩვენ ვემიჯნებით მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს”

პარლამენტის თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრების მოსკოვში ვიზიტს და სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამ ვიზიტს ემიჯნება.

”ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, ან რაიმე სხვა საპარლამენტო ფორმატით გამართული ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ვიზიტებს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ხელისუფლების საერთო სტრატეგიას არ შეესაბამება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგანმუხურში, სადაც „ჯემ ფესტი“ მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიალაგოდეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა