„ჩვენ ვეძებთ ახალ ადამიანებს იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოვახდინოთ” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რეგიონებში ტურნე განაახლა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველად დნეპრს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან და მომხრეებთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, ის აგრძელებს ახალი ადამიანების ძიებას, რომლებიც მომავალში უკრაინის ხელისუფლების ჩამოყალიბებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა ტელეკომპანია news one-ის პირდაპირ ეთერში მოსახლეობასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვეძებთ ახალ ადამიანებს იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოვახდინოთ. აქ ძალიან ბევრ საინტერესო, მშრომელ ადამიანს შევხვდით, რომლებიც მზად არიან უკრაინაში ხელისუფლების შესაცვლელად. შეხვედრაზე გამოცდილი პოლიტიკოსები და ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიდნენ. ეს არ იყო ანტიკორუფციული ფორუმი, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია. აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ კონკრეტული წინადადებები, გამოცდილება და მებრძოლები არიან. მათ აღარ აქვთ დრო, რომ კიდევ 2 წელი მოიცადონ და ხელისუფლების მორიგი გადანაწილების მოწმეები გახდნენ. ხალხი გაბრაზებულია და მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხმაური სარფის საბაჟოზე – მოვაჭრეები საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება