ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილების ქვეყანაში, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები – ხაზარაძე

ჩვენ ვცხოვრობთ უკვე ტყუილების ქვეყანაში, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები – ამის შესახებ განცხადება, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს ტყუილები შექმნა ივანიშვილმა და ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ტყუილი დაამარცხონ ქვეყანაში.

„რაც შეეხება საქმის მასალებს, გთხოვთ ადვოკატს ესაუბროთ, რადგან იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი შვილებისა და ჩვენს მომავალს სჭირდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიანიკა მელია საქალაქო სასამართლოში “შმაქსით” მივიდა