ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია ქვეყანაში, ეს არის სიმართლე

ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია ქვეყანაში, ეს არის სიმართლე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში პარტიის შეკრებაზე განაცხადა.

ინაშვილის თქმით, მათი მიზანია, „დაისაჯონ დამნაშავეები, სააკაშვილები და ბოკერიები“.

„მინდა, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ ჩვენს რწმენას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას, ჩვენს ფასეულობებს, საქართველოს გაუმარჯოს!

დღესაც იყო შეხვედრა ელჩებთან, დილიდან ვიყავით შეკრებილი. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, არავითარი სავარძლები, არავითარი თანამდებობები, არავითარი გაყოფა მინისტრთა კაბინეტის და კოალიციები და ა.შ.

ჩემი მთავარი მიზანია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიყოთ ის მთავარი ძალა, რომელიც სინამდვილეში ნამდვილად ვართ. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია ქვეყანაში. აი, ეს არის სიმართლე.

და რა გვესმის შვიდი წლის განმავლობაში, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს მისი ერთი დაპირება მაინც, მთავარი დაპირება – დამნაშავეების დასჯა.

ეს დამნაშავეები რომ არ დასაჯეს, იმიტომ ხდება დღეს ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ამდენი უკიდეგანო უსამართლობა. დღევანდელ შეკრებაზე მარტო რეზოლუციის მიღებას აღარ ვითხოვთ, პირდაპირ ვითხოვთ, დასაჯეთ დამნაშავეები, სააკაშვილები და ბოკერიები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრებას მართავს. შეხვედრაზე პარტიის ლიდერები მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – TANAP-ის პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომლითაც აკავშირებს აზიას და ევროპას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრაზე შეკრებილებს სპეციალური რეზოლუცია გააცნო