ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ,,ოდეერების” ხანა დაამთავრა

ე.წ. ოდეერების არსებობის ფაქტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გატარდა  უპრეცენდენტო რეფორმა  უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო.

,,უსაფრთხოების სამსახური სჭირდება ყველა სახელმწიფოს თუ ის სახელმწიფოს წარმოადგენს.  ჩვენ გავყავით შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფორმირებას ახდენს პარლამენტი, და ის ვალდებულია სწორედ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოსთან.  ეს მოდელი ძალიან ახლოს არის ევროპულ მოდელთან. ჩვენთან, დღეს უსაფრთხოების ოფიცირები არიან იმ კრიტიკულ ობიექტების ფარგლებში სადაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების თემები იყოს კონცენტრირებული. შეგახსენებებთ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ,,ოდეერების” ხანა დაამთავრა ამ ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ქართულ საზოგადოებას არავის დავატერორებინებ
შემდეგი სტატია“გუდვილში” ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა