ჩვენ ვართ იმ კალათაში, რომელშიც არის დიდად არათავისუფალი სასამართლო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, არჩევანის ეთერში დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს აკრიტიკებს.

“ბატონი გვრიტიშვილი სამაგალითო მოსამართლე იქნებოდა საბჭოთა სამართალში, საბჭოთა სასამარტლო სისტემაში იმიტომ, რომ მას არასდროს არ აკანკალებია ხელი, არ შეცბუნებულა არასდროს, ხომ არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, სხვისი უფლება შეილახოს,” – ამბობს მშვენიერაძე.

გიორგი მშვენიერიძე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.

მშვენიერაძე ამბობს, რომ სამი წლის მონაცემების მიხედვით, სასამართლო სისტემის შეფასება შემცირებულია.

„ჩვენ ვართ იმ კალათაში, რომელშიც არის დიდად არათავისუფალი სასამართლო. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორი არაკეთილსინდისიერია ბატონი გვრიტიშვილი და როგორ ატყუებს და ცრუპენტელობს ტელემაყურებლის წინაშე,“ – განაცხადა მშვენიერაძემ.

მშვენიერაძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა უმრავლესობა – 9 წევრი, პირდაპირ არის ჩინჩალაძის ყოფილი თანაშემწე.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ბატონი მიხეილ ჩინჩალაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ბატონი დიმიტრი გვრიტიშვილი, ყველაზე დიდი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არის ბატონი ვასილ მშვენიერაძე, საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარე არის ბატონი სერგო მეთოფიშვილი. კლანზე როცა ვლაპარაკობთ ჩვენ, ეს არის კლანი, ეს ადამიანები არიან ერთმანეთთან გადაჯაჭვული ადამიანები,“ – განაცხადა მშვენიერაძემ.

 

https://youtu.be/_A1UeObG-OM

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადებას უნდა უთხრას რა გზას ირჩევს
შემდეგი სტატიაჯონ ბოლტონმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა