ჩვენ ვართ ევროკავშირის პარტნიორი, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება – ბოჭორიშვილი

ჩვენ ვართ ევროკავშირის პარტნიორი, გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, წვროკავშირი მუშაობს მაქსიმალურად, რომ დაიცვას ის სანქციების პაკეტები, რაც აქამდე მიიღო ევროკავშირმა და უზრუნველყოს მათი შესრულება.

„ნუ ელოდებით მაგ სიამოვნებას, რომ საქართველოს დაეწესონ სანქციები. რაც შეეხება ვიზიტს, ევროკავშირი მუშაობს მაქსიმალურად, რომ დაიცვას ის სანქციების პაკეტები, რაც აქამდე მიიღო ევროკავშირმა და უზრუნველყოს მათი შესრულება. ამას ეხებოდა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის განხორციელების ფარგლებში მოიცავს ევროკავშირის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან. ჩვენ ვართ ევროკავშირის პარტნიორი, გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვუწესებთ ჩვენ რუსეთს სანქციებს, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება. ამიტომ ჩამოდიან, ამიტომ არის ჩვენი სურვილი ასევე, რომ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მოვისმინოთ მათი გეგმები თუ როგორ აპირებენ იმის უზრუნველყოფას, რომ არ მოხდეს მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც ხდება საქციებისგან თავის არიდება. სწორედ ეს არის პრობლემა, სწორედ ამიტომ მუშაობს ევროკავშირი და ჩვენ ვართ მათი პარტნიორი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი რამდენჯერაც მოვიდა პარლამენტში, დებატები მოიგო ათით ნული, პარასკევსაც მორიგი დებატები ასით ნული დასრულდება – კობახიძე
შემდეგი სტატიათავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ – დეკანოიძე