“ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ საქმის ობიექტური გამოძიებით” – ნანუაშვილი წოწორიას ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკაზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, ისინი დაინტერესებული არიან აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიებით.

“ჩვენი წარმომადგენელი გუშინვე იმყოფებოდა ადგილზე, გავესაუბრეთ მათ, თუმცა ჯერჯერობით, ამ ეტაპზე უშუალოდ ადვოკატი არ ითხოვს სახალხო დამცველის ჩართვას ამ პროცესში, ანუ ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ ჩართული გარდა იმისა, რომ გუშინ ვესწრებოდით ზოგადად იმ პროცედურებს, რომელიც განხორციელდა და ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ საქმის ობიექტური გამოძიებით,“ – განაცხადა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ ადვოკატების მხრიდან” – თორდია
შემდეგი სტატიადეკანოიძე: სტრასბურგის მოსამართლის ძმის ოჯახში ჩატარებული ჩხრეკა კითხვებს აჩენს