„ჩვენ ვართ ამ მიწის მფლობელები და ეს ოკუპაცია სამუდამოდ არ გაგრძელდება“

„ჰამასის“ წარმომადგენელი ჰუსამ ბადრანი აცხადებს, რომ ტერორისტული ჯგუფის თავდასხმა მხოლოდ ახლა დაიწყო.

ბადრანი ამბობს, რომ თავდასხმა, რომელსაც ტერორისტულმა ჯგუფმა „ალ-აქსას წყალდიდობა“ უწოდა, დიდი მომზადების შემდეგ მოხდა, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელისთვის „მოულოდნელობის ეფექტს”.

მისივე თქმით, ეს ბრძოლა განსხვავდება კონფლიქტის ყველა წინა ეტაპისგან და მოუწოდებს არაბ შუამავლებს, გადასცენ ისრაელს, რომ მან უნდა დატოვოს ოკუპირებული მიწები.

„ჩვენ ვართ ამ მიწის მფლობელები და ეს ოკუპაცია სამუდამოდ არ გაგრძელდება“, – განაცხადა ბადრანმა.

banner
წინა სტატიაშიბლინკენი მაჰმუდ აბასს მოუწოდებს, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე ტვ „პირველის“ სიუჟეტზე: სად იყო და სად არა, ეს ძაღლი ბოტანიკური ბაღის საფეხმავლო გზაზე გადაეყარა სალომე ზურაბიშვილის ძაღლს