ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამეტში მედიის კითხვებს უპასუხა.

„მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა რა თქმა უნდა განვითარებას და დახვეწას საჭიროებს არავინ არ უარყოფს ამას, ჩვენც ვამბობთ, რომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების კომპონენტში ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს რეფორმები რაზეც დღეს მე ვისაუბრე, სწორედ ამიტომ ვთქვი რომ ჩვენი რეფორმების პაკეტს ჰქვია სისტემური განახლება, სწორედ ამიტომ ვთქვით რომ არ გვეშინია და სტატისტიკას დავდებთ ზუსტად ისეთს როგორიც არის, იქნება 30 პროცენტიანი ზრდა? არ გვეშინია, იქნება 40 პროცენტიანი ზრდა? არ გვეშინია. მაგრამ რეალურად თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას თვალებში ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პროექტები, პროგრამები, სტრატეგიული გეგმები და ვერ განვახორციელებთ ვერაფერს. დღეს, თქვენ თუ უსმინეთ რაზე ვისაუბრეთ და ერთ სამ კვირაში კიდევ მოგვიწევს საუბარი ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს და თუ დღეს სტატისტიკა იმის გამო რომ ჩენ აღრიცხვას ძაან მკაცრად ვუდგებით გაგვეზარდა, შედეგები ძალიან მალე, გვექნება წლის ბოლოსთვის. და მე ეს ერთჯერ და ორჯერ არ მითქვამს და მე როცა ვამბობ რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის შინაარსი მდგომარეობს იმაში რომ საუბნო საქმიანობა უნდა იყოს ცალკე, გამოძიება უნდა იყოს ცალკე და ოპერატიული საქმიანობა უნდ აიყოს ცალკე ეს იმას ნიშნავს რომ წლების განმავლობაში ეს იყო არეული და მხოლოდ და მხოლოდ ხელფასის გამო ხდებოდა ადამიანების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა.

შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ჩვენ ხომ ყოველთვის ვამბობთ რომ ჩვენ ჩვენს ინსტიტუტებს პატივს ვცემთ და ამ ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარება ამ ქვეყნის ძალზედ მნიშვნელოვანია. გამოძიება, რომელსაც ატარებს პროკურატურა მე არ მაქვს არანირი უფლება შევიჭრა მათ მანდატში და გარკვეული შეფასებები მივცე, ასე რომ გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ რომ კოლეგები შესაბამის დასკვნებს დადებენ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიშენგელაიას ივანიშვილის “ქართუმ” სტიპენდია შეუწყვიტა – “ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის”
შემდეგი სტატიაავტოავარია შროშასთან- გარდაცვლილია წალენჯიხის მკვიდრი