უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ-მაიორ ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, სექტემბრის განმავლობაში რუსი ოკუპანტების საერთო დანაკარგებმა ( მკვდარი და მძიმედ დაჭრილ-ბრძოლას გამოთიშული) 28,5 ათას ჯარისკაცს მიაღწია.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებების წყალობით, ჩვენ ვახერხებთ მტრის შეჩერებას და ისინი ცალკეული სექტორებიდან უკან იხევენ. რუსებს ადრეული შემოდგომისთვის დონეცკის მთელი ოლქის დაკავება ჰქონდათ დაგეგმილი”, – ამბობს გენერალი.
“ მტერმა საჰაერო თავდასხმების საშუალებების რაოდენობა 1,3-ჯერ გაზარდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობა დაახლოებით 74%-ის დონეზეა.
წარმატებით ხორციელდება პროგრამა “DeepStrike”- გასულ თვეს რუსეთის ტერიტორიაზე მიტანილი დარტყმების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. უკრაინელთა ზუსტი იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების წარმადობის სიმძლავრე 21%-ით შემცირდა, – აღნიშნა სარდალმა.
















