ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დაკავების ორდერები შეიძლება გაიცეს როგორ ქართველების წინააღმდეგ, ასევე რუსების წინააღმდეგ – ნიკა ჯეირანაშვილი

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი ჰააგაში, ნიკა ჯეირანაშვილი გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ჰააგის სასამართლოს მუშაობასა და სპეციფიკის შესახებ საუბრობს. იურისტის თქმით, ჰააგაში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ჰყავს, ბექა ძამაშვილი, თუმცა ის მუდმივად ადგილზე არ იმყოფება და ძირითადად თბილისში უწევს მუშაობა.

ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, ქვეყანას უშუალოდ ჰააგის სასამართლოში მინიმუმ ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ჰყავდეს, რომელიც მუდმივად ადგილზე უნდა იყოს და იქ იმუშაოს.

„წარმომადგენელი ოფიციალურად ჰყავს ქვეყანას, ეს არის ბატონი ბექა ძამაშვილი, იუსტიციის სამინისტროსგან, თუმცა იგი არ არის ჰააგაში. მას ევალება ზოგადად, როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს, ზოგადად მისი სამსახურია, რომ საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენდეს საქართველოს. თუმცა ის მუშაობს თბილისიდან მას უწევს წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ ჩამოდის,“ – განაცხადა ნიკა ჯეირანაშვილმა.

იურისტის თქმით, ჰააგის სასამართლო არის ძალიან სპეციფიკური სასამართლო, განსხვავებით სხვა სასამართლოებისგან.

„ჩვენ გვჭირდება მინიმუმ ერთი მაინც ადამიანი და უკეთეს შემთხვევაში მთელი გუნდი ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ჰააგაში ისხდებიან და ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებენ. ჰააგის სასამართლოს აქვს თავისი ბიურო, სპეციალური კომიტეტები, რომლებიც იღებენ ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ნიკა ჯეირანაშვილმა.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი ჰააგაში, ამბობს, რომ ჰააგის სასამართლო მაღალი თანამდებობის პირებზე გასვლასა და მათ საქმიანობის შესწავლას ცდილობენ.

„ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პოლიტიკა არის ის, რომ არა უშუალოდ კონკრეტული დამნაშავეების ან კონკრეტული შემსრულებლების, ჯარისკაცების დაკავება, არამედ ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე გასვლას და ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენ შტაბის უფროსი, გენერლები და ა.შ. მთავარია თუ აქვთ საკმარისი მასალები, რომლითაც გავლენ ისინი ან ჰყავთ მოწმეები, რომლებიც ადებენ ამ ადამიანებს ხელს. უკვე გამოყოფილი ჰყავს ჰააგის სასამართლოს სამი მხარე, მათ შორის არის საქართველოს შეიარაღებული ძალები, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები. შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დაკავების ორდერები შეიძლება გაიცეს როგორ ქართველების წინააღმდეგ, ასევე რუსების წინააღმდეგ,“ – განაცხადა ნიკა ჯეირანაშვილმა.

 

https://youtu.be/dsPUADcolQo

 

banner
წინა სტატიაშისრული აბსურდის თეატრია, სასაცილოც კია, რაც ხდება
შემდეგი სტატიაჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს მხარეს, რუსულ მხარეს – ცენტრი „ემპათიას“ დირექტორი