ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სტატუს-კვო, რომ ქართული ოცნება არ აპირებს კრიზისის გახმუტვას და საერთო კოორდინაციით დავამარცხოთ ის თვითმმართველობის არჩევნებზე – ნონიაშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ოპოზიცამ უნდა მიიღოს მოცემულობად, რომ ქართული ოცნება არ აპირებს კრიზისის განმუხტვას და საერთო კოორდინაციით თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა დაამარცხოს ის.
ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ, საზოგადოებრივ და ოპოზიციურ წნეხთან ერთად, ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო წნეხი გაიზარდოს ხელისიფლებაზე.
„ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სტატუს-კვო, ის რომ ქართული ოცნება არ აპირებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. გამოსავალი არის ერთადერთი, საერთო თანამშრომლობა და კოორდინაცია ოპოზიციის, იმისთვის, რომ არჩევნებისათვის მოვემზადოთ და იმისათვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ კოალიციურად შეგვიძლია ხელისუფლების ცვლილებაც და ცვლილების შემდეგ ჩქარა რეფორმების და ცვლილებების გატარება, რომელიც ადამიაენების მდგომარეობას გააუმჯობესებს და ამ ქვეყანას ფეხზე დააყენებს.
იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილებები, საჭიროა როგორც ადგილობრივი, ისე საზოგადოებრივი და ოპოზიციური წნეხი ხელისუფლებაზე, ამავდროულად საჭიროა საერთაშორისო წნეხი და ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო წნეხი გაიზარდოს ხელისუფლებაზე.“ – განაცხადა ნონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი
შემდეგი სტატიაბათუმში ბერლინელ დიჯეის, ბერგჰაინისა და ხიდის რეზიდენტ არტისტს სცემეს