“ჩვენ უნდა გავუგზავნოთ გზავნილები რუსეთს, რომ საქართველო არ უღალატებს სტრატეგიულ პრიორიტეტებს”

არ მგონია, პრორუსული ძალების მხარდაჭერა საქართველოში არის ისეთი, რომ სერიოზული ზეგავლენა მოახერხოს საქართველოს განვითარების ტენდენციებზე, – ამის შესახებ საქართგველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პრორუსული პოლიტიკურ ძალებზე საუბარი ცოტა გადაჭარბებულია.

“პრორუსულ პოლიტიკურ ძალაზე საუბარი ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებულია, რადგან არ მგონია, პრორუსული ძალების მხარდაჭერა საქართველოში იყოს ისეთი, რომ სერიოზული ზეგავლენა მოახერხოს საქართველოს განვითარების ტენდენციებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ უკუვაგდებთ ამ ფაქტორს. დავით ბაქრაძე, მინისტრი, დადის რეგიონებსა და სოფლებში და წარმართავს დიალოგს, თუ რა სარგებლობა მოაქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას. ის საკმაოდ წარმატებით აკეთებდა ამას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ რამე მატერიალური ძალა და ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე.

„ვფიქრობ, ძალიან არ უნდა გავაზვიადოთ რუსული პროპაგანდის პოტენციალი. სხვადასხვა გამოკითხვა არსებობს, ყველა მათგანი აჩვენებს, რომ პრორუსული პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ რამე მატერიალური ძალა და ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ჩავერთოთ დიალოგში ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ უნდა გავუგზავნოთ გზავნილები რუსეთს, რომ საქართველო არ უღალატებს სტრატეგიულ პრიორიტეტებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის გზა არსაით” – ნიკა რურუა თბილისში შეჩერებულ პროექტებს აპროტესტებს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას უარყოფს