“ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”

ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ინაუგურაციის შემდეგ კი შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრისას ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების მიმართულებები განიხილეს და გამოთქვეს რწმენა, რომ სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს გამოცდილება კორუფციის დამარცხებაში ჩვენთვის სამაგალითოა – ზელენსკი ზურაბიშვილს
შემდეგი სტატია“არ მოსწონთ არც ერთი პოლიტიკური პარტია, არ იციან ვის მისცენ ხმა” – NDI