ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდას უარყოფს და კონტროლის გაძლიერების პირობას დებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ. უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ზოგიერთმა მოკავშირემ უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლები გაგზავნა ქვეყნისთვის მიწოდებული იარაღის ნაკადის მონიტორინგისთვის. ამას გარდა, მისი ცნობით, უკრაინა იყენებს 2019 შეძენილ ნატო-ს პროგრამულ უზრუნველყოფას იარაღის დისლოკაციის და გამოყენების მონიტორინგისთვის, ხოლო ალიანსის ქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ.

ამას გარდა, უკრაინა მუშაობს მონიტორინგის ორ სისტემაზე, რომლებიც იმუშავებს ნატო-ს პროგრამული უზრუნველყოფის პარალელურად. მინისტრის განცხადებით, უკრაინიდან მძიმე შეიარაღების უკანონოდ გატანის შანსი არ არის, რადგან ის აღჭურვილია GPS-სისტემით და შესაძლებელია მისი მონიტორინგი თანამგზავრით.

ამავე დროს, რეზნიკოვი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თეორიულად უკრაინიდან ევროკავშირში შესაძლებელია ავტომატის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღის გატანა, თუმცა ევროპისგან და ევროკავშირის ქვეყნების პოლიციისგან მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მხარეს არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიახლა 2022 წელია, მსოფლიოს არც ერთი ქალაქი არტილერიის ტყვეობაში არ უნდა იყოს – ზელენსკი
შემდეგი სტატიაამერიკის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოში გადატრიალებას აპირებენ – მიხეილ ყაველაშვილი