ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია – ყოფილი კონგრესმენი რუსთავი 2 – ზე

ყოფილი კონგრესმენი რობერტ ვექსლერი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს. ყოგილი მაღალჩინოსანი დღეს ტელეკომპანიას სტუმრობდა.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მან წინასაარჩევნო პერიოდში მედია პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონგრესმენის თქმით რუსთავი 2-ის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

“საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს სტაბილურობა ამერიკის ინტერესის საგანია. სტაბილურობის შემადგენელი მედია თავისუფლებაა. რუსთავი 2 არის უმნიშვნელოვანესი მედია ფორუმი რომელსაც უამრავი ქართველი სცემს პატივს. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია და დავეხმაროთ მას შენარჩუნებაში, რასაც ეს ტელევიზია იმსახურებს. აშშ-ს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესებს,”- აცხადებს ვექსლერი.

banner
წინა სტატიაში“წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაახლოებით 15 349 009 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდა”
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ