ჩვენ უკვე ვამზადებთ დიდ და მასშტაბურ გეგმებს აღდგენითი სამუშაოებისთვის უკრაინაში – ზელენსკი

ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული საერთაშორისო მხარდამჭერი გეგმა უკრაინისთვის, რომელიც იქნება ისტორიული „მარშალის გეგმის“ თანამედროვე ანალოგი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მზადდება მასშტაბური გეგმა უკრაინაში აღდგენითი სამუშაოებისთვის და „მარშალის გეგმის“ ანალოგი იქნება ინვესტიცია მთელი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობისთვის.

„ჩვენ უკვე ვამზადებთ დიდ და მასშტაბურ გეგმებს აღდგენითი სამუშაოებისთვის უკრაინაში და ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული საერთაშორისო მხარდამჭერი გეგმა უკრაინისთვის, რომელიც იქნება ისტორიული „მარშალის გეგმის“ თანამედროვე ანალოგი. ეს არის ფული, ტექნოლოგიები, პროფესიონალები და დიდი შესაძლებლობები, რომლებიც არის საჭირო სიცოცხლის გადასარჩენად, მოდერნიზაციისთვის და სოციალური განვითარებისთვის. ეს იქნება ინვესტიცია მთელი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობისთვის, რათა აგრესორმა იცოდეს, რომ ის ევროპის ნაწილს და თავისუფალ ერებს ვერ გასტეხს. ყველაფერი, რაც ომის შედეგად დაზიანდა, აღდგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის აღდგენა იქნება ისეთივე ისტორიული მაგალითი, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების აღდგენა. ამასთან ზელენსკიმ ქვეყნებს პატრონაჟის გაწევა შესთავაზა და აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყაროს ქვეყნებს შორის ინტერაქციის და პარტნიორობის ახალი ისტორიული მაგალითი შეიძლება შეიქმნას.

„უკრაინის აღდგენა ამ დროის და მომავლის ისეთივე ისტორიული მაგალითი გახდება, როგორიც იყო მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების აღდგენა. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს, ცივილიზებულ და პასუხისმგებლიან ქვეყნებს, პატრონაჟი გაუწიონ უკრაინის ქალაქებს, რეგიონებს და ინდუსტრიებს, რომლებიც ომის შედეგად დაზარალდნენ, ომისგან და რუსეთისგან, იმუშაონ ჩვენთან ერთად, რათა სრული აღდგენა გარანტირებული იყოს. ასეთ პატრონაჟის პროექტს შეუძლია შექმნას თავისუფალი სამყაროს ქვეყნებს შორის ინტერაქციის და პარტნიორობის ახალი ისტორიული მაგალითი შექმნას.“- დასძინა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია სააკაშვილის საქმის პროკურორებსა და მოსამართლეს – ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდება და რამე მოუვიდეს, სამივენი იქნებით თანამონაწილეები – რას აკეთებთ და სად მიდიხართ მერე?
შემდეგი სტატიადენის შმიგალი პოლონეთში კონფერენციაზე – ჩვენ გვჭირდება 4 რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა