“ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ, მთავარია, რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია” – ზელენსკი “სამშვიდობო შეთანხმების” მიღწევაზე

აშშ-ს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ, მთავარია, რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, რუსტემ უმეროვისგან და ანდრეი გნატოვისგან ანგარიში მოისმინა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ვაშინგტონი კვლავ შეთანხმების მიღწევის ერთგული რჩება.

„მათ წარმოადგინეს ინფორმაცია უკვე არსებული შეთანხმებების სამუშაო პროექტებზე, შეთანხმებების იმ პუნქტებზე, რომელთა გაძლიერებაც შევძელით. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ აშშ-თან და მოუთმენლად ველოდებით შემდგომ მუშაობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ დოკუმენტები არსებობდეს და რეალისტური იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა.

„მსოფლიოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ეს ზეწოლა ეფექტური იყოს და ამან უზრუნველყოს მშვიდობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ” – ხაბეიშვილი ლილუაშვილის დაკავებაზე
შემდეგი სტატია“კრიტიკა მიუღებელია, ევროკომისიას პროევროპული მედია „მტრების სიაში“ შეჰყავს” – სტატია Berliner-zeitung-ში