ჩვენ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, ბერლინის კედელთან იმყოფებოდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბერლინის კედელი ყველასთვის უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

„ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი თავდება. ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ჩვენი კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი, ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს
შემდეგი სტატიამაკრონსა და პუტინს შორის დღეს სატელეფონო საუბარი იქნება