ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსეთს 10 წლის განმავლობაში – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის დიპლომატიური დიალოგისთვის მოსკოვთან, მაგრამ ასეთი საუბარი კრემლის ულტიმატუმის პირობებით შეუძლებელია.

მისი თქმით, რაც უფრო ადრე დაიწყება ასეთი საუბარი მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება, თუმცა მან სხვა ვარიანტიც არ გამორიცხა.

„ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსეთის ფედერაციას 10 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინელებზე ართულებს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური დიალოგის დასრულებას.

„უამრავი ადამიანი დაიღუპა. და ბოლოს ვინ იხდის ამ ყველაფრის ფასს? ეს არის უკრაინა. მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ეს ნამდვილად არის მაღალი ფასი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან წარმატებული მოლაპარაკებების შანსები მცირდება.

„შანსები დღითი დღე მცირდება. იფიქრეთ ბუჩაზე, ვოლნოვახაზე, ბოროდიანკაზე, მარიუპოლზე. დგება დრო, როცა არავის არ სურს საუბარი. ჩვენს საზოგადოებას არ სურს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“, – დასძინა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიითხვისის მაღაროში ერთი პირი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაბრძოლო ფრენის დროს უკრაინელი მფრინავები დაიღუპნენ